Accessibility links

logo-print

”ჰერეთის" დამფუძნებელი აპროტესტებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებას


კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრთა იმპიჩმენტის საკითხის დასმას მოითხოვს სამაუწყებლო კომპანია ”ჰერეთის" დამფუძნებელი რამაზ სამხარაძე. მისი განცხადებით, კომისიამ რადიომაუწყებლობის ლიცენზია მისცა შპს "ენერჯი გრუპს," რომელიც ფინანსთა ყოფილ მინისტრს კახა ბაინდურაშვილს ეკუთვნის. სამხარაძის ინფორმაციით, კომისიის სხდომაზე "ენერჯი გრუპმა" ორი, ”ჰერეთმა" კი ერთი ხმა მიიღო. სამაუწყებლო კომპანია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებას აპროტესტებს და მიმართავს პარლამენტს, რომელიც კომისიის საქმიანობას სწავლობს, უკანონობაზე რეაგირება მოახდინოს.
XS
SM
MD
LG