Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილმა პრემირ-მინისტრს მოუწოდა, ხალხს მასთან ერთად შეხვდეს და მეტი ინფორმაცია მიიღოს


საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება საზოგადოებაში. ეს მოსაზრება მიხეილ სააკაშვილმა გამოთქვა ბათუმში, სადაც სავახშმოდ მიიწვია ბობოყვათის რეზიდენციაში დასასვენებლად მყოფი, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების ოჯახის წევრები. პრეზიდენტმა პრემირ-მინისტრს მოუწოდა, ხალხს მასთან ერთად შეხვდეს და მეტი ინფორმაცია მიიღოს. ”ეს მისთვისაც სასარგებლო იქნება, ხოლო მისი ინფორმირებულობა ქვეყანას წაადგება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
XS
SM
MD
LG