Accessibility links

5 წელი შესრულდა რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებიდან


დღეს 5 წელი შესრულდა რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებიდან. ეს თარიღი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო პრეზიდენტებს ალექსანდრ ანქვაბსა და ლეონიდ თიბილოვს მიულოცა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმართვაში პუტინი აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში მიღებულმა რთულმა, მაგრამ ერთადერთმა სწორმა გადაწყვეტილებამ ახალგაზრდა სახელმწიფოებს მისცა შესაძლებლობა დამოუკიდბელად აერჩიათ მომავალი. პუტინი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შემდგომ დახმარებას დაჰპირდა.
XS
SM
MD
LG