Accessibility links

logo-print

შსს-მ განცხადება გაავრცელა მოქალაქეთა ჩხრეკის ბოლოდროინდელი ფაქტების გამო


თბილისში მოქალაქეთა ჩხრეკის ბოლოდროინდელი ფაქტების გამო დღეს განცხადება გაავრცელა საქართველოს შსს-მ. ის მადლობას უხდის თბილისის მოსახლეობას თანამშრომლობისთვის და ბოდიშს პრევენციული ქმედებებით შექმნილი უხერხულობისთვის. შსს მოქალაქეებს ამცნობს, რომ რამდენიმე დღიანი პრევენციული ზომების შედეგად ამოღებულია ათობით უკანონო ცეცლხლსასროლი და ცივი იარაღი. ”პოლიცია მოტივირებულია 24-საათიანი რეჟიმით დაიცვას მოქალაქეების უსაფრთხოება, მოქმედებს კანონის ფარგლებში და ატარებს პრევენციულ ღონისძიებებს”, - ნათქვამია განცხადებაში. შსს ყველას მოუწოდებს, თავი შეიკავონ პოლიციის დისკრედიტაციისკენ მიმართული განცხადებებისგან.
XS
SM
MD
LG