Accessibility links

logo-print

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური "მინარეთის კონსტრუქციის დემონტაჟს და შემდგომ მისი აღდგენით სამუშაოებს უზრუნველყოფს"


ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში რამდენიმე პირი დააკავეს მეჩეთთან აღმართული მინარეთის დემონტაჟისას. საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან მიღებულ ცნობაზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაკავებულებს ბრალად ედებათ პოლიციისთვის ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევა. სოფელ ჭელაში მინარეთი თვენახევრის წინ აშენდა. „ინტერპრესინიუსის“ ცნობით, "ქართველ მუსლიმთა კავშირის" ხელმძღვანელმა, ტარიელ ნაკაიძემ განაცხადა, რომ დემონტაჟს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი სამართალდამცავების თანდასწრებით ახორციელებს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერია, რომ ვინაიდან მინარეთის კონსტრუქცის წონა და სასაქონლო კოდი შესაძლოა არ შეესაბამებოდეს დეკლარირებულ მონაცემებს, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით 26 აგვისტოს, მოხდა მისი დემონტაჟი. ამასთან აღსანიშნავია, რომ მინარეთის კონსტრუქციის დემონტაჟს და შემდგომ მისი აღდგენით სამუშაოებს უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახური. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური თხოვნით მიმართავს ადგილობრივ მოსახლეობას, ყველა დაინტერესებულ პირს, არ დაუშვან აღნიშნული ფაქტის პოლიტიზირება და შესაბამის სამსახურებს მიეცეთ საშუალება სწრაფად და სრულყოფილად ჩაატარონ სასაქონლო ექსპერტიზა"- ნათქვამია განცხადებაში,რომელშიცქ ასევე წაიკითხავთ, რომ ინდ/მეწარმე ჯამბულ აბულაძემ 14 ივლისს, მინარეთის ასაწყობი ლითონის კონსტრუქცია თურქეთის რეპუბლიკიდან საქართველოში შემოიტანა.
XS
SM
MD
LG