Accessibility links

ექსპერტებმა დაათვალიერეს დამასკის გარეუბანი, სადაც სავარაუდოდ ქიმიური იარაღი იქნა გამოყენებული


გაეროს ექსპერტებმა დაათვალიერეს დამასკის გარეუბანი, სადაც 21 აგვისტოს, სავარაუდოდ, ქიმიური იარაღი იქნა გამოყენებული. გზაში მათ ავტომანქანას რამდენჯერმე ესროლეს სნაიპერებმა. გაეროს გენერალური მდივნის, ბან კი-მუნის განცხადებით, „ძალიან სახიფათო პირობების“ მიუხედავად, ექსპერტებმა ორი საავადმყოფო მოინახულეს, გამოკითხეს თვითმხილველები, გადარჩენილები და ექიმები, მოაგროვეს სინჯები. გაეროს მონაცემებით, ექსპერტების გუნდი ორშაბათს შევიდა დამასკის გარეუბან მოადამიეში მას შემდეგ, რაც მათ ერთ-ერთ ავტომანქანას რამდენჯერმე ესროლეს „დაუდგენელმა სნაიპერებმა“. ჰუმანიტარული ორგანიზაციის „ექიმები უსაზღვრებოდ“ მონაცემებით, 21 აგვისტოს თავდასხმამ 300-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.
XS
SM
MD
LG