Accessibility links

logo-print

ევროკავშირის წარმომადგენლობა პუტინის აფხაზეთში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს


საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით განცხადებას ავრცელებს. "საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა შეშფოთებით აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი პუტინი სულ ახლახან ეწვია საქართველოს აფხაზეთის რეგიონს. ევროკავშირის წარმომადგენლობა მიიჩნევს, რომ ეს ვიზიტები არ შეესაბამება სახელმწიფოების სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს. წარმომადგენლობა კიდევ ერთხელ გამოხატავს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. წარმომადგენლობა, ასევე, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას რეგიონში და მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, ძალისხმევა გამოიჩინონ ამ მიმართულებით," – აღნიშნულია განცხადებაში.
XS
SM
MD
LG