Accessibility links

logo-print

შემოსავლების სამსახური სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟის შესახებ განცხადებას ავრცელებს


შემოსავლების სამსახური ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟს სასაქონლო ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობით ხსნის. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ინდ. მეწარმე ჯამბულ აბულაძემ 14 ივლისს, მინარეთის ასაწყობი ლითონის კონსტრუქცია საქართველოში თურქეთის რესპუბლიკიდან შემოიტანა. "საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ინფორმაციის დამუშავების, გაცვლისა და რისკების მართვის სამმართველოს მიერ, ელექტრონული ბაზის ანალიზის შედეგად შეირჩა კონკრეტული "სეს ესნ" კოდით ასახული სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია. აღნიშნული დოკუმენტაციის ანალიზის შემდგომ გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში მითითებული საქონლის არასწორად კლასიფიცირებამ შეიძლება გამოიწვიოს იმპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება. აღნიშნული ოდენობის შემცირების დადგენა ფიზიკური დათვალიერებისა და შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის გარეშე შეუძლებელია.
XS
SM
MD
LG