Accessibility links

ეკოლოგები ქარიშხლებისათვის პოლიტიკოსების სახელების დარქმევის ინიციატივით გამოდიან


ამერიკელი ეკოლოგების ჯგუფი გამოდის ინიციატივით და მიმართავს საერთაშორისო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციას ქარიშხლებს მიანიჭოს იმ პოლიტიკოსების სახელები, რომლებიც გარკვეულწილად დაკავშირებულნი არიან კლიმატის ცვლილების პრობლემებთან. ერთ-ერთმა აქტივისტმა პორტალ „ნიუსდეისთან“ საუბარში განაცხადა, რომ გლობალურმა დათბობამ შესაძლოა გამოიწვიოს სულ უფრო ძლიერი და დამანგრეველი ქარიშხლები. როგორც პორტალის კორესპონდენტი წერს, ნაკლებსავარაუდოა, რომ საერთაშორისო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ არსებულ პრაქტიკაში ცვლილებები შეიტანოს და იმის პერსპექტივა, რომ გაჩნდეს ქარიშხალი სახელწოდებით „რიკ პერი“ ტეხასის გუბერნატორის პატივსაცემად, არ არსებობს.
XS
SM
MD
LG