Accessibility links

logo-print

კალიფორნიაში ხანძარი დიდ მასშტაბს იძენს


კალიფორნიის ხელისუფლების ცნობით, ხანძრის მასშტაბი, რომელიც რამდენიმე დღეა იოსემიტის ნაციონალური პარკის მახლობლად მძვინვარებს, იზრდება და ხანძრის ფართობმა 400 კვადრატულ კილომეტრს მიაღწია. ამ დრომდე მეხანძრეებმა მოახერხეს ხანძრის მხოლოდ 15 პროცენტის ჩაქრობა. ცეცხლმა უკვე თითქმის მიაღწია შტატის მთავარ წყალსაცავს, რომელიც წყლით ამარაგებს სან-ფრანცისკოს. ქალაქის ხელისუფლებამ უკვე დაიწყო წყლის სხვა წყალსაცავებში გადასხმა. ამასთანავე სისტემატურად მოწმდება წყლის დაბინძურების დონე. ხანძარი საფრთხეს უქმნის მაღალმთიან რაიონებში მდებარე ათასობით სახლს.
XS
SM
MD
LG