Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენესუელაში დააკავეს პრეზიდენტზე თავდასხმის მცდელობაში ეჭვმიტანილები


ვენესუელის სამართალდამცავმა ორგანოებმა კოლუმბიის ორი მოქალაქე დააკავეს. ვენესუელის შინაგან საქმეთა მინისტრ მიგელ როდრიგეს ტორესის განცხადებით, ისინი ეჭვმიტანილი არიან პრეზიდენტ ნიკოლას მადუროზე თავდასხმის ორგანიზების მცდელობაში. მისივე თქმით, დაკავებული კოლუმბიელები იმ ათკაციანი დაჯგუფების წევრები არიან, რომლებიც მადუროსა და ვენესუელის ნაციონალური ასამბლეის ხელმძღვანელის დოსდადო კაბელიოს მკვლელობას გეგმავდნენ. დაკავებულთაგან ერთ-ერთი, რომელიც 18 წლისაა და მეორე 22 წლის, კარაკასის დასავლეთით, 30 კილომეტრში, ერთ-ერთ პატარა სასტუმროში აიყვანეს. დაკავებულებს აღმოაჩნდათ ორი ცეცხლსასროლი იარაღი, მადუროსა და კაბელიოს ფოტოები და ვენესუელის ჯარის ორი უნიფორმა. ვენესუელის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, პრეზიდენტზე თავდასხმის მცდელობის ერთ-ერთი ინიციატორი შესაძლოა კოლუმბიის ექსპრეზიდენტი ალვარო ურიბეც იყოს.
XS
SM
MD
LG