Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი სირიის წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო მოქმედების გეგმებს ამზადებს


ბრიტანეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს სირიაში ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების საპასუხოდ შესაძლო სამხედრო მოქმედების გეგმების შემუშავება. ბრიტანეთის პრემიერის ოფისმა განაცხადა, რომ დევიდ კამერონი სამშაბათს მოგვიანებით გადაწყვეტს, მოიწვიოს თუ არა პარლამენტი, რათა იმსჯელონ შესაძლო სამხედრო ინტერვენციაზე, რომელიც გასულ ოთხშაბათს მომხდარ თავდასხმაზე რეაქცია იქნება. ამ თავდასხმას ასეულობით ადამიანი ემსხვერპლა. ორშაბათს გაეროს ინსპექტორები სავარაუდო ქიმიური თავდასხმის არეალს ეწვივნენ და შეაგროვეს საჭირო დასტური. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ განაცხადა, რომ მან, ვინც მოაწყო ასეთი თავდასხმა, პასუხი უნდა აგოს. მისივე თქმით, აშშ-ს აქვს დამატებითი ინფორმაცია, რომელიც ამ დღეებში გამოცხადდება. სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ალ ასადმა უარყო თავისი ჯარის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვალიდ მუალემმა განაცხადა, რომ დასავლეთის მხრიდან სირიასთან სამხედრო კონფლიქტი ალ ყაიდასთან დაკავშირებულ ძალებს ახეირებს. რუსეთი აცხადებს, რომ ვარაუდი დადასტურებული არ არის. მოსკოვი თვლის, რომ სირიაში ინტერვენციას კატასტროფული შედეგები ექნება. „გაეროს უშიშროების საბჭოსთვის გვერდის ავლის მცდელობები, კიდევ ერთხელ მოიძებნოს რეგიონში სამხედრო ინტერვენციის ხელოვნური, დაუსაბუთებებელი გამართლება გამოიწვევს ახალ ტანჯვას სირიაში და ახლო აღმოსავლთის და ჩრდილოეთი აფრიკის სხვა ქვეყნებისთვის კატასტროფულ შედეგებს“, განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ალექსანდრ ლუკაშევიჩმა. იტალის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ემა ბონინომ განაცხადა, რომ სირიაზე ნებისმიერი დარტყმის მიყენება გაეროს უშიშროების საბჭომ უნდა გადაწყვიტოს.
XS
SM
MD
LG