Accessibility links

logo-print

"ვაცლავ ჰაველის პრემიის" სამ ნომინანტს შორის "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაციაც" მოხვდა


ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ, ჟან-კლოდ მინიონმა სტრასბურგში გამოაცხადა ადამიანის უფლებების სფეროში ვაცლავ ჰაველის სახელობის პრემიის სამი ნომინანტი. ესენი არიან საპატიმროში მყოფი ბელორუსი უფლებადამცავი, ალეს ბელიაცკი, ჩინეთის ადამიანის უფლებების დაცვის საზოგადოება და საქართველოს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია". პრემის ლაურეატი გამოცხადდება 30 სექტემბერს. ყოველწლიური პრემია დაარსდა წელს, მარტში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ვაცლავ ჰაველის ბიბლიოთეკის და ჩეხეთის ფონდ „ქარტია-77-ის“ მიერ. პრემია მიენიჭება განსაკუთრებულ სამოქალაქო აქტივისტებს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში.
XS
SM
MD
LG