Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიო ”ჰერეთმა” მაუწყებლობა ერთი დღით შეაჩერა


თბილისში, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შენობასთან, რადიო ”ჰერეთის” თანამშრომლებისა და მათი მხარდამჭერების აქცია გაიმართა. პროტესტის მიზეზად იქცა კომისიის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, თბილისში რადიომაუწყებლობის ლიცენზია არა ”ჰერეთს,” არამედ კომპანია "ენერჯი გრუპს" გადაეცა. ”ჰერეთის” ჟურნალისტები აცხადებენ, რომ მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნით, თემატური მრავალფეროვნება ყველაზე მეტად სწორედ „ჰერეთის“კონცეფციაში იყო უზრუნველყოფილი, ამიტომ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. პროტესტის ნიშნად რადიო ”ჰერეთმა” მაუწყებლობა ერთი დღით შეაჩერა.
XS
SM
MD
LG