Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაატა ზაქარეიშვილი დაუშვებლად მიიჩნევს ჭელაში მომხდარი ფაქტის რელიგიურ კონტექსტში გადატანას


ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში მომხდარი ფაქტის რელიგიურ კონტექსტში გადატანას დაუშვებლად მიიჩნევს რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი. პაატა ზაქარეიშვილმა სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რომ მინარეთისთვის საჭირო კონსტრუქციის თურქეთიდან შემოტანის შემდეგ დოკუმენტაცია არასწორად გაფორმდა, რის გამოც შემოსავლების სამსახურმა განმარტება გაავრცელა და ისიც აღნიშნა, რომ ექსპერტიზის შემდეგ მინარეთის აღდგენას გეგმავს. ზაქარეიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, მინარეთის დამონტაჟება უკანონოდ მოხდა, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან შესაბამისი ნებართვა არ არსებობდა. სახელმწიფო მინისტრის თქმით, სოფელ ჭელაში მუსლიმებს არასდროს ჰქონიათ ლოცვის პრობლემა და ამ შემთხვევაშიც საუბარია მხოლოდ ტექნიკურ საკითხზე. "თბილისსა თუ რეგიონებში გვინახავს, როგორ ხდება უკანონო შენობის დემონტაჟი, ამიტომ უმჯობესი იყო, ყველა პროცედურა კანონის შესაბამისად ყოფილიყო გავლილი და ეს ყოველგვარ გაუგებრობას აგვაცილებდა თავიდან”, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა. მისივე თქმით, ჩნდება აზრი, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელოვნურად იქმნება გაუგებრობა ისლამსა და სახელმწიფოს შორის და ამ თემას ოპოზიცია ბოროტად, პოლიტიკურ იარაღად იყენებს.
XS
SM
MD
LG