Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალციხის სასამართლომ ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა ჭელაში დაკავებული სამი პირი


ახალციხის სასამართლომ 400-400-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, ადიგენის მინიციპალიტეტის სოფელ ჭელაში 26 აგვისტოს საღამოს დაკავებული სამი პირი. ამავე ბრალდებით დაკავებული კიდევ სამი მოქალაქის პროცესი მოგვიანებით გაიმართება. სოფელ ჭელაში სამართალდამცავებისა და ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობის დაპირისპირება მოჰყვა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ მინარეთის დემონტაჟს, რაც თავად შემოსავლების სამსახურმა დარღვევის გამო აუცილებელი სასაქონლო ექსპერტიზით ახსნა და განაცხადა, რომ შემოწმების შემდეგ მინარეთის ადგილზე დაბრუნებას უზრუნველყოფს.
XS
SM
MD
LG