Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ბელორუსიის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს


სამშაბათს ბელორუსიის ელჩი რუსეთში, იგორ პეტრიშენკო მოსკოვში, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც მას განუცხადეს რუსეთის კომპანიის გენერალური დირექტორის, ვლადისლავ ბაუმგარტენის დაპატიმრების დაუშვებლობის შესახებ. მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა, ელჩს განუცხადა, რომ მომხდარი არ შეესაბამება ორ ქვეყანას შორის სამოკავშირეო ურთიერთობებს. რუსეთის კომპანია „ურალალკალის" ხელმძღვანელი, ბაუმგარტენი გუშინ დააკავეს მინსკში. ის ამავე დროს ბელორუსიის კალიუმის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. მას ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ბრალდება.
XS
SM
MD
LG