Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთი მზად არის დასაჯოს ისინი, ვინც მომწამლავი გაზი გამოიყენა


საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა „მზად არის დასაჯოს“ ისინი, ვინც სავარაუდოდ, ქიმიური იარაღი გამოიყენა სირიელი მოქალაქების წინააღმდეგ. ოლანდმა პარიზში თქვა, რომ სამოქალაქო ომი სირიაში „მსოფლიო მშვიდობას“ ემუქრება და გამოაცხადა სირიელი ოპოზიციონერებისთვის სამხედრო დახმარების გაზრდის შესახებ. სამშაბათს, პენტაგონის ხელმძღვანელმა, ჩაკ ჰეიგელმა „ბი-ბი-სის“ განუცხადა, რომ აშშ-ის ჯარები მზად არიან დაუყოვნებლივ იმოქმედონ, თუ პრეზიდენტი ობამა მოქმედების ბრძანებას გასცემს. ბრიტანეთის პარლამენტი შეიკრიბება ხუთშაბათს, რათა კენჭი უყაროს სირიაში კრიზისის მიმართ რეაქციას. რუსეთმა გაფრთხილება გამოთქვა, რომ სირიაში სამხედრო ინტერვენციას „კატასტროფული შედეგები“ ექნება. რუსეთის ვიცეპრემიერმა, დმიტრი რაგოზინმა განაცხადა, რომ „დასავლეთი ისლამური სამყაროს მიმართ ისე იქცევა, როგორც მაიმუნი ყუმბარით ხელში“. სირიამ სამშაბათს კატეგორიულად და სრულიად უარყო ქიმიური იარაღის გამოყენება.
XS
SM
MD
LG