Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰუმანიტარული ორგანიზაცია თანამშრომლების მკვლელობის შემდეგ დროებით წყვეტს ავღანეთში მუშაობას


ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაცია აცხადებს, რომ დროებით წყვეტს მუშაობას ავღანეთში მას შემდეგ, რაც მისი ხუთი თანამშრომელი, სავარაუდოდ, თალიბებმა დახოცეს. სამაშველო საერთაშორისო კომიტეტმა დაადასტურა, რომ მისი ხუთი ავღანელი თანამშრომელი და ადგილობრივი ხელისულების ერთი წარმომადგენელი კვირას მძევლად აიყვანეს და ორშაბათს ჰერატის პროვინციის გულნარის რაიონში დახოცეს. ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ დაგმო მომხდარი. ასევე მოიქცა გაეროს წარმომადგენლობა ავღანეთში. ავღანეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "ჩადენილი მკვლელობები ნათელყოფს, რომ "თალიბანი" და მათი უცხოელი ხელმძღვანელობას სურს, რომ ავღანეთი სამუდამოდ დარჩეს დამოკიდებულ და ღარიბ ქვეყნად".
XS
SM
MD
LG