Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სირიის ელექტრონულმა არმიამ" "ნიუ იორკ ტაიმსის" ვებსაიტი გატეხა


სამშაბათს ჰაკერებმა კიდევ ერთხელ გატეხეს „ნიუ იორკ ტაიმსის“ ვებსაიტი. ქმედებაზე პასუხისმგებლად თავს „სირიის ელექტრონული არმია“ აცხადებს. ვებსაიტის ამუშავება რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ მოხერხდა, თუმცა „ნიუ იორკ ტაიმსის“ რედაქციამ რამდენიმე წუთში შეძლო ალტერნატიული ვებსაიტების ამუშავება და სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ მასალების გამოქვეყნება განაახლა. ერთ-ერთი სტატიის სათაური იყო - „ექსპერტები აცხადებენ - ქიმიური თავდასხმის დამალვა არ არის იოლი“. „სირიის ელექტრონული არმია“ „ნიუ იორკ ტაიმსის“ ვებსაიტის გარდა, „ტვიტერისა“ და „ჰაფინგტონ პოსტის“ საიტების დაზიანებასაც აპირებდა.
XS
SM
MD
LG