Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამთა მიქელაძე ჭელაში განვითარებულ მოვლენებზე


თამთა მიქელაძე ჭელაში განვითარებულ მოვლენებზე
please wait

No media source currently available

0:00 0:23:01 0:00
გადმოწერა

ადიგენის რაიონში, სოფელ ჭელაში შემოსავლების სამსახურის მიერ მინარეთის დემონტაჟი არაერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და სახალხო დამცველმა გააპროტესტა. მოქალაქეები განსაკუთრებით გმობენ დემონტაჟის დროს გამოყენებულ უხეშ ფორმებს მუსლიმანი მოქალაქეების მიმართ. მინარეთის დემონტაჟის თაობაზე კანცელარიის შენობასთან გაიმართა აქცია, სადაც რამდენიმე ათეულმა მოქალაქემ სოლიდარობა გამოუცხადა სოფელ ჭელაში მცხოვრებ მუსლიმანებს. 27 აგვისტოს სოფელ ჭელაში იმყოფებოდა „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენელი თამთა მიქელაძე. ის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, ადგილზე გაეცნო არსებულ მდგომარეობას. 28 აგვისტოს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო თამთა მიქელაძე. მან ისაუბრა როგორც ჭელაში არსებულ მდგომარეობაზე, ისე ზოგადად, უკანასკნელ პერიოდში რელიგიურ ნიადაგზე წარმოქმნილ კონფლიქტებსა და მათი მოგვარების გზებზე.

XS
SM
MD
LG