Accessibility links

logo-print

ბელორუსიაში ციხიდან გაათავისუფლეს ოპოზიციონერი დმიტრი დაშკევიჩი


ბელორუსიაში ციხიდან გამოუშვეს დაურეგისტრირებელ პოლიტიკურ მოძრაობა „ახალგაზრდული ფრონტის“ ლიდერი, დმიტრი დაშკევიჩი. აქტივისტმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ თავს „საუცხოოდ გრძნობს“ და მზად არის, პოლიტიკური აქტივობის გასაგრძელებლად. დაშკევიჩს თავდაპირველად ორი წლით პატიმრობა მიესაჯა მას შემდეგ, რაც ის დამნაშავედ ცნეს 2010 წლის დეკემბერში მინსკში ორ ადამიანზე თავდასხმაში. შარშან მას კიდევ ერთი წლით პატიმრობა დაემატა „ციხის ადმინისტრაციის ინსტრუქციების გათვალისწინებაზე უარის“ გამო. უფლებადამცველ ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშნალს“ დაშკევიჩი გამოცხადებული ჰყავდა „სინდისის პატიმრად“, რომელიც, ორგანიზაციის შეფასებით, პოლიტიკური შეხედულებების გამო იქნა დაკავებული.
XS
SM
MD
LG