Accessibility links

logo-print

ავღანეთში თავდასხმებს მსხვერპლი მოჰყვა


ავღანელი ოფიციალური პირების ცნობით, თვითმკვლელმა თავდამსხმელმა დანაღმული ავტომანქანით მოაწყო აფეთქება, რომლის შედეგადაც ოთხი ავღანელი სამოქალაქო პირი დაიღუპა და 15 დაიჭრა. აფეთქება სამხრეთ ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში მოეწყო და უცხოელი ჯარისკაცების ავტოკოლონის წინააღმდეგ იყო მიმართული. ავღანეთის პოლიციის ოფიციალური წარმომადგენლის ცნობით, მსახვერპლია უცხოელი ჯარისკაცების რიგებშიც. მაგრამ ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების პრესმდივანმა ვერ დაადასტურა ეს ცნობა. ამასობაში, ჰელმანდის მეზობელი ფარაჰის პროვინციიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოთხი მძღოლი დაიღუპა და 40 სატვირთო მანქანას ცეცხლი წაეკიდა ავტოსადგომისთვის რაკეტის სროლის შედეგად. პროვინციის გუბერნატორის წარმომადგენელი თალიბ ექსტრემისტებს აკისრებს ამ იერიშზე პასუხისმგებლობას.
XS
SM
MD
LG