Accessibility links

logo-print

დიმიტრი შაშკინი მზად არის, შესაბამისი უწყების მიღებისთანავე პროკურატურაში მივიდეს


საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი მზად არის, შესაბამისი უწყების მიღებისთანავე პროკურატურაში მივიდეს და გამოძიების შეკითხვებს უპასუხოს - ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა თავად შაშკინმა, რომელიც თბილისში დღეს დაბრუნდა. საქართველოს პროკურატურამ სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრების ხათუნა კალმახელიძისა და დიმიტრი შაშკინის მოწმედ დაკითხვა პატიმართა წამების და არაადამიანური მოპყრობის საქმის გამოძიების ფარგლებში სამსახურებრივი გულგრილობის სავარაუდო ფაქტზე გადაწყვიტა. კალმახელიძე 16 აგვისტოს დაიკითხა, შაშკინის დაკითხვა კი საქართველოში მისი არყოფნის გამო გადაიდო. ”მინდა, ყველას შევახსენო, რომ როდესაც ასეთი რამ აღმოვაჩინე, დაკავებული იყო მცირე ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც ამას აკეთებდნენ და სამწუხაროდ, ახლა ბევრი მათგანი თავისუფალია”, - განაცხადა დღეს დიმიტრი შაშკინმა. რაც შეეხება პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, შაშკინის თქმით, ამ მიზეზით თანამდებობიდან ორი მინისტრი გადადგა და თუ საუბარია პოლიტიკურ შურისძიებაზე, ეს გზა არსად მიდის.
XS
SM
MD
LG