Accessibility links

logo-print

ანდრო ბარნოვის განცხადებით, მინისტრი ღარიბაშვილი მუქარის შემცველი ვიდეორგოლების საქმის გამოძიებას აჭიანურებს


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია შს-თა მინისტრს ”თალიბანის” სახელით ივნისში გავრცელებული, მუქარის შემცველი ვიდეორგოლების საქმის გამოძიების შეგნებულად გაჭიანურებაში ადანაშაულებს. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა განაცხადა, რომ დახმარების შესახებ ნატოსა და სხვა სტრატეგიული პარტნიორებისთვის მათი მიმართვის შემდეგ სამინისტრომ მართლაც მიიღო ტექნიკური და ტექნოლოგიური დახმარება, თუმცა ირწმუნება, რომ გამოძიებისთვის ხელჩასაჭიდი არაფერი ყოფილა. ”იქმნება შთაბეჭდილება, რომ მინისტრი ღარიბაშვილი ყველანაირად ცდილობს, მიჩქმალოს ეს საქმე, რადგან ჩვენ თავიდანვე გამოვთქვით ეჭვი, რომ ვიდეოკლიპები დამზადებული იყო ხელისუფლებასთან დაახლოებული წრის მიერ”, - განაცხადა ბარნოვმა. მან მოუწოდა შსს-ს დაუყოვნებლივ მიიყვანოს გამოძიება კონკრეტულ შედეგამდე და მოახდინოს საზოგადოების სათანადოდ ინფორმირება.
XS
SM
MD
LG