Accessibility links

logo-print

ავღანეთში თავს დაესხნენ პოლონელების სამხედრო ბაზას


ავღანეთში თავს დაესხნენ სამხედრო ბაზას, რომელსაც ერთად იყენებენ პოლონელი და ავღანელი ჯარისკაცები. აღმოსავლეთ ავღანეთის ქალაქ ღაზნიში ექსტრემისტების ამ თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა ღაზნის მთავარი საავადმყოფოს დირექტორმა, მოჰამად ჰიმატმა, დაიჭრა 24 ადამიანი, უმეტესწილად სამოქალაქო პირები. თავდასხმა ოთხშაბათს ნაშუადღევს დიწყო ძლიერი აფეთქებით. პოლიციამ სამხედრო ბაზის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა. ასევე ოთხშაბთს თვითმკვლელმა თავდამსხმელმა დანაღმული ავტომანქანა ააფეთქა უცხოელი ჯარისკაცების ავტოკოლონასთან, სამხრეთ ავღანეთის ქალაქ ლაშკარ გაჰში. ავღანელი ოფიციალური პირების ცნობით, დაიღუპა, სულ ცოტა, ოთხი ავღანელი სამოქალაქო პირი.
XS
SM
MD
LG