Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო: სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენება „არ შეიძლება, უპასუხოდ დარჩეს“


ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენება „არ შეიძლება, უპასუხოდ დარჩეს“. ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებთან ბრიუსელში შეხვედრის შემდეგ, ანდერს ფოგ რასმუსენმა აღნიშნა, რომ, როგორც სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაცია მიანიშნებს, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ჯარებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა სირიაში ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონის განცხადებით, მისი ქვეყანა დღეს წარუდგენს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს, რომელიც დაშვებულად აცხადებს „ყველა საჭირო ზომას“ სირიაში სამოქალაქო პირების დასაცავად. მაგრამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმირ ტიტოვს „ნაადრევად“ მიაჩნია გაეროს უშიშროების საბჭოს რეაქციაზე მსჯელობა, სანამ გაეროს ექსპერტებს არ დაუსრულებიათ დამასკთან 21 აგვისტოს ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ბრალდების გამოძიება. გაეროს გენერალური მდივნის, ბან კი მუნის განცხადებით, ექსპერტებს ოთხი დღე სჭირდებათ შემოწმების ბოლომდე მისაყვანად.
XS
SM
MD
LG