Accessibility links

ობამა დარწმუნებულია, რომ სირიის პრეზიდენტის ჯარებმა ქიმიური იარაღი გამოიყენეს


აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, ამერიკის ხელისუფლება მივიდა დასკვნამდე, რომ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ჯარებმა დამასკთან ქიმიური იარაღი გამოიყენეს. როგორც ობამამ ოთხშაბათს სატელევიზიო ინტერვიუში აღნიშნა, ვაშინგტონში არ სჯერათ, რომ სირიის ოპოზიცია ფლობს სათანადო სისტემებსა და რაკეტებს ქიმიური იარაღის გამოსაყენებლად. აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვებით, ის არ არის დაინტერესებული სირიაში გაურკვეველი შედეგის მქონე კონფლიქტში ჩართვით, მაგრამ საჭიროა იმაზე ზრუნვა, რომ, როცა რომელიმე ქვეყანა საერთაშორისო ნორმებს არღვევს, მაგალითად, ქიმიური იარაღის გამოყენებით, მას ამაზე პასუხი აგებინონ. ობამამ დასძინა, რომ ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, რა სახით გასცემს პასუხს ვაშინგტონი სირიის ხელისუფლებას ქიმიური იარაღის გამოყენების გამო. მისი თქმით, მიმდინარეობს კონსულტაციები მოკავშირეებთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან.
XS
SM
MD
LG