Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოლუმბიის პრეზიდენტი მზად არის ამბოხებულებთან მოლაპარაკებები გამართოს


კოლუმბიის პრეზიდენტი ხუან მანუელ სანტოსი აცხადებს, რომ ხელისუფლება მზად არის, აწარმოოს მოლაპარაკება მეამბოხეთა დაჯგუფება „ეროვნულ განმათავისუფლებელ არმიასთან“. სანტოსის განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც მეამბოხეებმა გაათავისუფლეს კანადის მოქალაქე, შვიდი თვის წინ მძევლად აყვანილი ჟერნო უობერი. 1964 წელს დაარსებული „ეროვნულ-განმათავისუფლებელი არმია“ არის კოლუმბიაში სიდიდით მეორე დაჯგუფება FARC-ის, მემარცხენე-რადიკალური დაჯგუფების შემდეგ, რომელიც კოლუმბიაში მოქმედებს. ხელისუფლების შეფასებით, ეროვნულ-განმათავისუფლებელი არმია 1500-მდე ადამიანს აერთიანებს.
XS
SM
MD
LG