Accessibility links

logo-print

ინდოეთში დააკავეს აკრძალულ ჯგუფ „ინდოეთის მოჯაჰედთა“ ლიდერი


ინდოეთში პოლიციამ დააკავა აკრძალული ისლამისტური ორგანიზაციის, „ინდოეთის მოჯაჰედთა“ თანადამფუძნებელი, იასინ ბჰათკალი. მის ორგანიზაციას ბრალად ედება 2010-2013 წლებში აფეთქებების მოწყობა და ათობით ადამიანის დახოცვა რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ბომბეიში, დელისა და ბანგალორში. ცნობების თანახმად, დაპატიმრებულია „ინდოეთის მოჯაჰედთა“ კიდევ ერთი წევრი. ინდოეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 30 წლის ბჰათკალი ოთხშაბათს დააკავეს ნეპალის საზღვართან. „ინდოეთის მოჯაჰედები“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში ჰყავთ შეყვანილი ინდოეთის, შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის მთავრობებს.
XS
SM
MD
LG