Accessibility links

აშშ კვლავ მოუწოდებს ირანს ორი ამერიკელის გათავისუფლებისაკენ


შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ირანს, ხელი შეუწყოს პატიმრობიდან ორი ამერიკელის, ამირ ჰეკმატისა და საიდ აბედინის გათავისუფლებას და შეეცადოს დაადგინოს, რა ბედი ეწია შეერთებული შტატების კიდევ ერთ მოქალაქეს, რობერტ ლევინსონს, რომელიც 2007 წელს ირანის ტერიტორიაზე დაიკარგა. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ვაშინგტონი „პატივისცემით“ ითხოვს ირანის ახალი პრეზიდენტის, ჰასან როჰანის მხარდაჭერას. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ამირ ჰეკმატი 2011 წლის მარტში დააპატიმრეს ჯაშუშობაში, ვაშინგტონის შეფასებით, გაუმართლებელი ბრალდების საფუძველზე. ხოლო საიდ აბედინი 2012 წლიდან არის დაკავებული, მის რელიგიურ რწმენასთან დაკავშირებული ბრალდების საფუძველზე.
XS
SM
MD
LG