Accessibility links

ბან კი-მუნი: გაეროს ექსპერტები შაბათს გაემგზავრებიან სირიიდან


გაეროს გენერალური მდივნის, ბან კი-მუნის განცხადებით, გაეროს ექსპერტები, რომლებიც სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ბრალდებას იძიებენ, მას კვლევის შედეგებს გააცნობენ სირიიდან გამგზავრების შემდეგ. გაეროს ექსპერტები შაბათს დატოვებენ ამ ქვეყანას. აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, ვაშინგტონი მივიდა დასკვნამდე, რომ სირიის მთავრობის ჯარებმა გამოიყენეს ქიმიური იარაღი თავდასხმისათვის, რომელმაც ასობით ადამიანი შეიწირა. ობამა აცხადებს ასევე, რომ ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება სირიის მიმართ საპასუხო სამხედრო ზომაზე. რუსეთის შეფასებით, სირიის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია „გამოწვევა“ იქნებოდა გაეროს ქარტიისათვის. ჩინეთიც აცხადებს, რომ სამხედრო ძალის გამოყენების წინააღმდეგია.
XS
SM
MD
LG