Accessibility links

logo-print

ავღანეთში თავდასხმის შედეგად 15 პოლიციელი დაიღუპა


ავღანეთიდან გავრცელებული ინფორმაციით, 15 პოლიციელი მოკლეს და 10 პოლიციელი დაჭრეს დასავლეთში მდებარე ფარაჰის პროვინციაში თალიბების თავდასხმისას. ფარაჰის პროვინციის გუბერნატორის წარმომადგენლის განცხადებით, პოლიციელები ახორციელებდნენ ბალა ბალუკის რეგიონის მთებში პატრულს, როცა მათზე წუხელ თავდასხმა მოეწყო. ამავე წყაროს ცნობით, ექსტრემისტებმა პოლიციის ოთხი ავტომანქანა გაანადგურეს.
XS
SM
MD
LG