Accessibility links

logo-print

ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი ფრანგი ფრანკ რიბერი გახდა


მონტე კარლოში დღეს საღამოს ევროპის 53 სახელმწიფოს ჟურნალისტებმა კენჭი უყარეს კონტინენტის საუკეთესო ფეხბურთელის კანდიდატურას. 2012/2013 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა ფრანგი ფრანკ რიბერი, რომელიც გერმანიის, მიუნხენის „ბაიერნში“ თამაშობს. უეფას და „ევროპის სპორტული მედიის“ ინციატივით მოწყობილი კენჭისყრის საფინალო სამეულში გამარჯვებულთან ერთად იყვნენ არგენტინელი ლიონელ მესი "ბარსელონიდან" და მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი, პორტუგალიელი კრისტიანო რონალდო.
XS
SM
MD
LG