Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში ხელახლა გაასამართლებენ ექიმს, რომელიც აშშ-ს ბინ ლადენის პოვნაში დაეხმარა


პაკისტანში ხელახლა გაასამართლებენ ექიმს, შაკილ აფრიდის, რომელიც შეერთებული შტატების ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს დაეხმარა ოსამა ბინ ლადენის მოძებნაში. 2012 წელს აფრიდის 33 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ისლამისტ ექსტრემისტებთან კავშირის ბრალდებით. მაგრამ დღეს ეს განაჩენი გააუქმა ქალაქ ფეშავარში დაფუძნებულმა იურიდიულმა ორგანომ, რომელიც სისხლის სამართლის პროცესებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობს. ამ ორგანომ დაადგინა, რომ სასამართლო, რომელმაც 33 წლით პატიმრობა მიუსაჯა პაკისტანელ ექიმს, არ იყო აღჭურვილი ამის უფლებამოსილებით. მაშინდელმა განაჩენმა უკმაყოფილო დატოვა ამერიკელი ოფიციალური პირები, რომლებიც შაკილ აფრიდის გმირად მიიჩნევენ ოსამა ბინ ლადენის მოძებნაში შესრულებული მნიშვნელოვანი როლისათვის.
XS
SM
MD
LG