Accessibility links

logo-print

ბრიტანეთი არ არის 100%-ით დარწმუნებული, ვინ გამოიყენა სირიაში ქიმიური იარაღი


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა ხუთშაბათს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ 100%-ით დარწმუნებული არ არის იმაში, თუ ვინ გამოიყენა სირიაში ქიმიური იარაღი. თუმცა, კამერონის თქმით, მას სჯერა, რომ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დგას თავდასხმის უკან, რომელმაც გასულ კვირაში დამასკის გარეუბანში ასობით ადამიანი შეიწირა. ბრიტანელმა პარლამენტარებმა კენჭი უნდა უყარონ სირიის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის მხარდამჭერ ზომას. კამერონის განმარტებით, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხო სამხედრო ოპერაცია იქნებოდა რეაქცია „ომის დანაშაულზე“. მისივე თქმით, წარმოუდგენელია,ბრიტანეთმა სირიის მიმართ სამხედრო ოპერაცია დაიწყოს, თუ ამას ძლიერი ოპოზიცია ეყოლება გაეროს უშიშროების საბჭოში. უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრებიდან ორი - რუსეთი და ჩინეთი - სირიაში სამხედრო ინტერვენციის წინააღმდეგ გამოდიან.
XS
SM
MD
LG