Accessibility links

ბრიტანეთის პარლამენტის ქვედა პალატამ არ დაუჭირა მხარი სირიის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას


ბრიტანეთის პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა სირიის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის ჩატარებას. ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის 285 წევრი აღმოჩნდა სამხედრო ოპერაციის მხარდამჭერი ზომის წინააღმდეგი, მომხრე იყო 272. კენჭისყრის შედეგების შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა განაცხადა, რომ მისთვის ნათელი იყო კანონმდებელთა პოზიცია სირიაში სამხედრო ინტერვენციის შესახებ და რომ ის არ შეეწინააღმდეგება მათ ნებას. მანამდე კამერონმა განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას.
XS
SM
MD
LG