Accessibility links

logo-print

ავღანეთის ჩრდილოეთში თვითმკლელმა თავდამსხმელმა რამდენიმე ადამიანი იმსხვერპლა


ავღანეთის ჩრდილოეთ პროვინცია კუნდუზის ხელისუფლების წარმომადგენელთა ცნობით, პროვინციის ერთ-ერთი რაიონის გუბერნატორი თვითმკვლელის მიერ მოწყობილ აფეთქებას ემსხვერპლა. დაში არჩის რაიონის გუბერნატორი იმ დროს დაიღუპა, როცა თვითმკვლელმა თავდამსხმელმა ასაფეთქებელი მოწყობილობა მეჩეთში აამოქმედა. დაიღუპა კიდევ რამდენიმე ადამიანი, მათ შორის - გუბერნატორის მცველები და მშვიდობიანი მოქალაქეები. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება მოხდა ერთ-ერთი ტომის უხუცესის დაკრძალვის ცერემონიალზე. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. ცნობილია, რომ ბოლო დროს „თალიბები“ ხშირად ესხმიან თავს ხელისუფლების წარმომადგენლებს.
XS
SM
MD
LG