Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ სირიის საკითხზე საერთაშორისო კოალიციის შექმნას კვლავაც ცდილობს


აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჩაკ ჰეიგელმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის პარლამენტის გადაწყვეტილების მიუხედავად, აშშ კვლავაც ცდილობს შექმნას „საერთაშორისო კოალიცია“ სირიის რეჟიმის წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო ოპერაციისათვის. პარასკევს მანილაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჰეიგელმა განაცხადა, რომ აშშ ატარებს კონსლუტაციებს თავის მოკავშირეებთან სირიაში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებაზე სავარაუდო საპასუხო მოქმედების საკითხზე. დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ხუთშაბათს გამართული კენჭისყრის შემდეგ თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-ის ხელმძღვანელობით სირიაში სამხედრო ოპერაციის ჩატარება ბრიტანეთის მონაწილეობის გარეშეც შესაძლებელია. თეთრის სახლის თანახმად, პრეზიდენტ ბარაკ ობამას გადაწყვეტილება „დაეფუძნება შეერთებული შტატების უზენაეს ინტერესებს“.
XS
SM
MD
LG