Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იანუკოვიჩს რეფერენდუმის ჩატარება სურს უკრაინის ორიენტაციის გასარკვევად


უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ რეფენდუმმა უნდა გადაწყვიტოს, რომელ კავშირს შეუერთდება უკრაინა, ევროპის კავშირს თუ რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ საბაჟო კავშირს. პარასკევს გადაცემულ ინტერვიუში იანუკოვიჩი ამბობს, რომ ასეთი საკითხი ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. იანუკოვის განცხადება მოჰყვა რუსეთის მზარდ ზეწოლას კიევზე, გაუქმდეს ევროკავშირთან შესაძლებელი ასოცირების შესახებ ხელშეკრულება. კრემლი, სანაცვლოდ, ზეწოლას ახდენს უკრაინაზე, შეუერთდეს კავშირს, რომელშიც მოსკოვთან ერთად ბელორუსია და ყაზახეთი შედიან. ნოემბერში შეიძლება მოაწეროს ხელი უკრაინამ ასოცირების შეთანხმებას, რაც თავისუფალ სავაჭრო ზონასაც გულისხმობს. საბაჟო კავშირის წევრებმა საერთო ეკონომიკური სივრცე შექმნეს და განაცხადეს, რომ მათი მიზანია, 2015 წლისთვის ევროკავშირის მსგავსი, ევრაზიის ეკონომიკური კავშირი შექმნან.
XS
SM
MD
LG