Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გაიმართა ფილიპ დიმიტროვისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა


დღეს თბილისში გაიმართა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ფილიპ დიმიტროვის შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ სალომე ზურაბიშვილთან, რომელსაც 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობა სურს. შეხვედრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კმაყოფილია ელჩთან შეხვედრით, რომელზეც საარჩევნო კანონმდებლობაზე ისაუბრეს. ”არაფრის ახსნა არ დამჭირდა, რადგან თავად იურისტია, ძალიან კარგად ჰქონდა წაკითხული კონსტიტუცია და სრულად იზიარებს იმ აზრს, რომ კონსტიტუცია არის ნათელი და არაფერ სხვას არ მოითხოვს”, - განაცხადა ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, ორშაბათს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეიტანს საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრირების განაცხადს და დარწმუნებულია, რომ რეგისტრაციაში გაატარებენ, რადგან ამის შესაძლებლობას კონსტიტუცია იძლევა. სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის ელჩსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრებსაც გეგმავს.
XS
SM
MD
LG