Accessibility links

logo-print

დავით ბაქრაძე ხელისუფლებას აკისრებს ადიგენში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას


ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატი ადიგენში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ხელისფლებამ ვერ შეძლო, აღეკვეთა ქვეყანაში დაძაბულობის ახალი კერის გაჩენა. "შემოსავლების სამსახურის გაუაზრებელი და უგუნური ნაბიჯები გახდა პირდაპირი მაპროვოცირებელი ფაქტორი დაძაბულობის ამ კერის გაჩენაში”, - განაცხადა ბაქრაძემ. მისივე თქმით, მთავარი პასუხისმგებლობა ქვეყანაში სტაბილურობაზე, მშვიდობასა და სამოქალაქო თანხმობაზე ეკისრება ხელისუფლებას და სამწუხაროა, რომ მას ამის გაკეთება ვერ შეძლო. ”უფრო მეტიც, ზოგიერთი მინისტრის არაადეკვატური განცხადება ფაქტობრივად გახდა ცეცხლზე ნავთის დასხმა დაძაბულობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად", - განაცხადა დავით ბაქრაძემ. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა აღნიშნა, რომ მისთვის, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატისთვის მთავარი პრიორიტეტი ქვეყანაში სიმშვიდის და სტაბილურობის შენარჩუნება, სამოქალაქო თანხმობის გაძლიერება და ერთმანეთის პატივისცემაზე დაფუძნებული სამოქალაქო საზოგადოების შექმნა იქნება.
XS
SM
MD
LG