Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირია დატოვა საკონსულო აღრიცხვაზე მყოფმა საქართველოს ყველა მოქალაქემ


სირია დატოვა საკონსულო აღრიცხვაზე მყოფმა საქართველოს ყველა მოქალაქემ, თუმცა ადგილზე რჩება 22 ადამიანი, რომლებიც საკონსულოში აღრიცხულნი არ ყოფილან - განუცხადა ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ინგა კიკვაძემ. მისი ინფორმაციით, საქართველოს 22 მოქალაქესთან, რომლებსაც ჯერჯერობით არ მიუღიათ ერთიანი გადაწყვეტილება სირიის დატოვების შესახებ, აქტიური კონტაქტი აქვთ საგარეო საქმეთა სამინისტროს და საელჩოს. ინგა კიკვაძის განცხადებითვე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად გეგმავს სირიიდან მოქალაქეთა უსაფრთხოდ გამოყვანის ყველაზე ხელსაყრელ მარშრუტს, თუმცა საერთო რთული ვითარებიდან გამომდინარე შესაბამისი ზომების მიღებაც სირთულეებს უკავშირდება.
XS
SM
MD
LG