Accessibility links

logo-print

აშშ-ის თანახმად, ირანი სანქციების გამო მილიარდობით დოლარს კარგავს


აშშ-ის ოფიციალური პირის თანახმად, ვაშინგტონი თვლის, რომ საერთაშორისო სანქციების მეოხებით ირანს გზა აქვს გადაკეტილი, გააკონტროლოს თავისი მილიარდობით დოლარი, რომელსაც ნავთობის გაყიდვით იღებს. ცნობით, ფული გროვდება საერთაშორისო საბანკო ანგარიშებზე, რომელზეც ირანს ხელი არ მიუწვდება. აშშ-ის მთავრობის ანაგარიშით, ყოველთვიურად ირანი კარგავს მილიარდ-ნახევარ დოლარს. სანქციები ირანს დაუწესდა მისი სადავო ბირთვული პროგრამის გამო. დასავლეთი ვარაუდობს, რომ ირანი ბირთვულ იარაღს ესწრაფვის, ირანი აცხადებს, რომ მისი ატომური პროგრამა სამშვიდობოა.
XS
SM
MD
LG