Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოლანდი: სირაში სამხედრო ჩარევისთვის ბრიტანეთის პარლამენტის უარი, პარიზის პოზიციას არ ცვლის


საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ სირიის კონფლიქტში სამხედრო ჩარევისთვის ბრიტანეთის პარამენტის უარი, პარიზის პოზიციაზე ზეგავლენას არ მოახდენს. საფრანგეთი ემხრობა აზრს, ჩატარდეს სამხედრო ოპერაცია სირიის რეჟიმის წინააღმდეგ, რომელსაც ქიმიური იარაღის გამოყენება ბრალდება. გერმანიის მთავრობის წარმომადგენლის თანახმად, ამ ქვეყანაში არ განუხილავთ სირიის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობა. რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ გაეროს სანქციების გარეშე სირიის წინააღმდეგ სამხედრო ქმედება, მსოფლიოს წესრიგის სიტემას სერიოზულ დარტყმას მიაყენებს. ბრიტანეთის პარლამენტმა შვიდსაათიანი განხილვის შემდეგ გადაწყვიტა, არ მიემხროს სირიაზე სამხედრო დარტყმას.
XS
SM
MD
LG