Accessibility links

მოლდავეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტს გეების აღლუმების აკრძალვა სურს


მოლდავეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიდერმა, მიტროპოლიტმა ვლადიმირმა მოწოდება გამოთქვა, აიკრძალოს, როგორც მან უწოდა, ჰომოსექსუალთა „სამარცხვინო“ აღლუმები ქვეყანაში. რადიო თავისუფლებას მან უთხრა, რომ მთავრობამ უნდა გააუქმოს კანონი, რომელიც ჰომოსექსუალებს დისკრიმინაციისგან იცავს, და თუ ამას ვერ ახერხებს, უნდა აკრძალოს მაინც გეების აღლუმები. მიტროპოლიტი ვლადიმირის თქმით, ჰომოსექსუალებმა უნდა შეწყვიტონ უგუნური ქმედება, რომელიც ადამიანის ბუნებას ეწინააღმდეგება. მოლდავეთის სექსუალურ უმცირესობათა წარმომადგენლებმა გაზაფხულზე მოაწყვეს თავიანთი აღლუმი კიშინიოვში. აღლუმს ესწრებოდა ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, შტეფან ფიულე. ანტიდისკრიმინაციული კანონი პარლამენტმა მოლდავეთში შარშან დაამტკიცა.
XS
SM
MD
LG