Accessibility links

logo-print

ერაყში აფეთქებებმა 80-ზე მეტი ადამიანი შეიწირა


ერაყიდან პარასკევს, დღის მეორე ნახევარში გავრცელებული ცნობებით, სულ ცოტა, 13 ადამიანი დაიღუპა ორი აფეთქების შედეგად ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ თუზ ხურმატოში. ერაყელი ოფიციალური პირების ცნობით, დაღუპულებს შორის ბავშვებიც არიან. დაიჭრა 10-მდე ადამიანი. აფეთქებები მოხდა ქალაქის რაიონში, რომელშიც უმეტესწილად ეთნიკური ქურთები ცხოვრობენ. პარასკევს უფრო ადრე გავრცელებული ცნობებით, 70-ზე მეტი ადამიანი შეიწირა ბაღდადში მოწყობილმა აფეთქებებმა. მათზე პასუხისმგებლობა "ალ-ყაიდამ იკისრა. დაიჭრა 200-ზე მეტი ადამიანი.
XS
SM
MD
LG