Accessibility links

logo-print

ბიძინა ივანიშვილმა „ინფო 9“ სააგენტოსვე მენეჯმენტს გადასცა საკუთრებაში


საქართველოს პრემიერ-მინისტრი თანხმობას აცხადებს, რომ საინფორმაციო სააგენტო „ინფო-9“-ის არამატერიალური ქონება - სახელი, ვებმისამართი და არქივით სარგებლობის უფლება გადაეცეს "ინფო 9"–ის მენეჯმენტს. გადაწყვეტილება ნაკარნახევია თავად საინფორმაციო სააგენტოს ჟურნალისტების მიერ სიტყვის თავისუფლების დაცვის საქმეში შეტანილი წვლილით საპარლამენტო არჩევნების დროს, რასაც ივანიშვილი „სამოქალაქო გმირობას“ უწოდებს. „ეს ის ხალხია, ვინც ტელეკამერით დაუპირისპირდა ზონდერბრიგადებს. თითოეული კადრის მოპოვებისათვის ისინი არ ერიდებოდნენ განსაცდელს და სრულიად უნიკალურ კადრებს აწვდიდნენ საზოგადოებას,“, - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაში. ზემოხსენებული არამატერიალური ქონების გარდა, ივანიშვილის ოჯახი აპირებს აჩუქოს „ინფო 9“- ის მმართველებს ის აპარატურა, რომელიც პირველ ეტაპზე საჭიროა სააგენტოს ფუნქციონირებისთვის.
XS
SM
MD
LG