Accessibility links

logo-print

ინდოეთში გოგოს გაუპატიურების საქმეზე პირველი მსჯავრდებული გამოვლინდა



ინდოეთის სასამართლომ, რომელიც ბანდიტური თავდასხმის დროს გაუპატიურებული ქალიშვილის მკვლელობის საქმეს განიხილავს, ერთ-ერთი ბრალდებულის მიმართ განაჩენი გამოიტანა. ახალგაზრდა ქალი ნიუ დელიში გასულ წელს გააუპატიურეს. დელიში მდებარე არასრულწლოვანთა საქმეების სასამართლომ შაბათს დაადგინა, რომ ერთ-ერთი ახალგაზრდა, რომელიც მაშინ მხოლოდ 17 წლისა იყო დამნაშავეა თავდასხმის, გაუპატიურებისა და მკვლელობის ჩადენაში. მას არასრუწლოვანთათვის დადგენილი მაქსიმალური სასჯელი - სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რომელსაც გამოსასწორებელ საპატიმროში მოიხდის. 23 წლის გოგონა, რომელიც 16 დეკემბერს ავტობუსში რამდენჯერმე გააუპატიურეს და სცემს, ორი კვირის თავზე მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. სასამართლო ამ საქმეზე კიდევ ოთხი სრულწლოვანი ბრალდებულის საქმესაც განიხილავს. დანაშულის დადგენის შემთხვევაში მათ სასიკვდილო განაჩენი ელოდებათ.
XS
SM
MD
LG