Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილი მარგველაშვილს „ევროპული ტიპის პრეზიდენტობას“ უწინასწარმეტყველებს


„გიორგი მარგველაშვილი იქნება ღირსეული და ევროპული ტიპის პრეზიდენტი, - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საჩხერეში გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო კამპანიის დროს სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილი ხალხის პრეზიდენტი იქნება. "დღეს ჩვენ ღირსეულ კანდიდატს ვირჩევთ, საქართველოს ეყოლება ძალიან ღირსეული პრეზიდენტი. საოცარი პრეზიდენტი გვეყოლება, საოცარი იმ კუთხით კი არა, რომ სასწაულებს მოახდენს, ეს არის ევროპული ტიპის ადამიანი. ეს არ არის ის, რომელსაც აქვს პრეტენზიები, რომ გამუდმებით სახელმწიფო უნდა მართოს, სანამ იქნება ეფექტური, თქვენ მოგემსახურებათ. ამისთვის მას აქვს ყველანაირი ცოდნა და ყველანაირი ნიჭი გააჩნია," – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. შაბათს კოალიცია "ქართული ოცნების " პრეზიდენტობის კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბმა თბილისში, ნაძალადევის რაიონში გაიხსნა.
XS
SM
MD
LG